უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 კლასის ტანკს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინა აშშ-დან მიიღებს 31 ცალ „აბრამსს“, ხოლო გერმანიიდან - 14 „ლეოპარდ-2-ს". გერმანია ასევე უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, გადასცენ კიევს მათ შეიარაღებაში არსებული „ლეოპარდები“. სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს სულ 100-მდე თანამედროვე ტანკს, ბრიტანული „ჩელენჯერ 2-ების" ჩათვლით. არაა გამორიცხული, რომ მალე საფრანგეთმაც გამოაცხადოს უკრაინისათვის თავისი „ლეკლერკების“ მიწოდებაზე.
ასევე ნახეთ
რა არის „ლეოპარდების“ უპირატესობა რუსულ T ტანკებთან შედარებით? - ვადარებთ დეტალურადდეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ერთი შეტევითი ოპერაციისთვის, სულ მცირე, 300 ტანკი სჭირდება.