რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

მწერალი ზახარ პრილეპინი, პარტიის, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისათვის“ ("За правду"), თანადამფუძნებელი

რუსმა მწერალმა ზახარ პრილეპინმა, რომელიც პარტიის, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისათვის“, ("За правду") თანადამფუძნებელია, კონტრაქტი გააფორმა რუსეთის გვარდიასთან და საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. ამის შესახებ რუსეთის სააგენტო „ტასსი“ იტყობინება, პრილეპინის პრესმდივან ელიზავეტა კონდაკოვაზე დაყრდნობით.

მას არ დაუზუსტებია, თუ სად მსახურობს პრილეპინი, მაგრამ განაცხადა, რომ იგი უკვე საბრძოლო ზონაში იმყოფება. კონდაკოვა ირწმუნება, რომ მწერალმა რუსეთის გვარდიასთან იმიტომ გადაწყვიტა კონტრაქტის გაფორმება, რომ ადრე მილიციის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდ. თავად პრილეპინს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ზახარ პრილეპინმა რამდენიმე წელი გაატარა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების რიგებში. იგი ხშირად მოუწოდებდა კიევის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებებისკენ. პრილეპინმა ასევე მხარი დაუჭირა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.