გერმანიაში იმყოფება უკრაინელი სამხედროების პირველი ჯგუფი, რომელმაც ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Marder-ის გამოყენება უნდა შეისწავლოს. სააგენტო dpa ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები 26 იანვარს ჩავიდნენ ქალაქ კიოლნში. ეკიპაჟების სწავლება უახლოეს ხანში დაიწყება და დაახლოებით 8 კვირას გასტანს.
გერმანიის მთავრობა აპირებს უკრაინას გადასცეს 40-მდე Marder-ი. გარდა ამისა, უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 14 ტანკს Leopard 2. მათ სამართავად უკრაინული ეკიპაჟების მომზადებაც უახლოეს ხანში დაიწყება.
ასევე ნახეთ "სატანკო გარღვევა" - უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს