თავისუფლების მოედანზე

ავტორი: ქეთევან შარაშენიძე

თავისუფლებაზე მეტროსთან ბრბოში ჩუმად მდგარ ხანშიშესულ მამაკაცს, რომ შევხედე უსამართლობის შეგრძნება უფრო და უფრო გამიმძრაფრდა. პატარა ჭიქით ხელში იდგა და სევდიანი, ძალიან ღრმა თვალებით ითხოვდა დახმარებას. ორ ნაბიჯში იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხუცი ქალი შევნიშნე. გაშლილ, დანაოჭებულ, ხელში მხოლოდ 60 თეთრიანი ეგდო. (20-20 თეთრებით) ისევ იქ ძალიან ახლოს ჯანმრთელობის პრობლემებით დასევდიანებულ ქალს იმის ძალაც აღარ შესწევდა სიტყვა “დამეხმარეთ” წარმოეთქვა და ყველაფრით დაღლილი, უბრალოდ გამვლელებს გვაკვირდებოდა.

6 წლის ბიჭი, რომელიც ნახევრად დაფლეთილი მაისურით იყო სიცივეში გამოსული, გამწარებული ურტყამდა კიბის საფეხურებს ხელს და ცრემლებს ჩუმად მალავდა. მერე თითქოს ძალა მოიკრიბა. რამდენიმე ცალი ლიმონი ჩანთიდან ამოიღო და გამოცდილი “კაცივით” ვაჭრობა დაიწყო.

არ ვიცი, ამ სურათის შემდეგ როგორ შემიძლია დავიწუწუნო რამეზე, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრება ყველასთვის მშვენიერი არ ყოფილა …