კრემლში აცხადებენ, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 26 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.
პესკოვის განცხადებით, რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვად, რომელიც იზრდება. მიუხედავად ამისა, როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი.
ასევე ნახეთ "სატანკო გარღვევა" - უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს Leopard 2 და 31 ამერიკულ ტანკს Abrams. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.