რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ, უკრაინაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაშია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებებია კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამზე წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა უკვე ჩამოაგდო.
ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთს 24 დრონი ჩამოუგდესწუხელ რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".