Microsoft-ი ამოწმებს Teams-ის და Outlook-ის შეფერხებებს, რომლებიც ათასობით მომხმარებელს შეეხო

კომპანია Microsoft-ი 25 იანვარს აცხადებს, რომ იძიებს ქსელურ პრობლემებს, რომლებიც შეეხო რამდენიმე სერვისს, მათ შორის Teams-ს და Outlook-ს. იუწყებიან, რომ ეს პლატფორმები მსოფლიოს გარშემო ათასობით მომხმარებლისთვის იყო გათიშული.

Microsoft-ი არ აქვეყნებს ზუსტ რაოდენობას იმ მომხმარებლებისა, რომლებსაც შეფერხება შეეხოთ, თუმცა ინტერნეტის მუშაობის აღმრიცხავი ვებსაიტის, Downdetector-ის მონაცემები აჩვენებს 3900-ზე მეტ ინციდენტს ინდოეთში და 900-ზე მეტს - იაპონიაში.

პლატფორმების გათიშვის შესახებ მონაცემები გაიზარდა ავსტრალიაში, ბრიტანეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

ასევე ნახეთ Microsoft-ი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს ტექნოლოგიის მიწოდების ქსელზე