ლუკაშენკა აცხადებს, რომ კიევი მას თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს

ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა მას, ერთი მხრივ, თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს, მაგრამ, მეორე მხრივ, უარს არ ამბობს „ექსტრემისტებისა და ბოევიკების“ მომზადებაზე.

"არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, რათა ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. ისინი გვთავაზობენ აგრესიის პაქტის დადებას. მეორეს მხრივ, ისინი ამზადებენ ამ საშიშ ნაზავს და აიარაღებენ მას. პოლონეთი და ლიეტუვა საერთოდ გაგიჟდნენ. რატომ სჭირდებათ ეს? გაურკვეველია. ამიტომ, იძულებული ვართ, მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ლუკაშენკამ.

ასევე ნახეთ რუსეთი უკრაინაში "დიდ ომს" გეგმავს - ფეიკი თუ რეალობა?

უკრაინულ მხარეს ლუკაშენკას განცხადებებზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე, დაყრდნობით წერს, რომ "კრემლს არ აქვს მონაცემები, რომ კიევმა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა."