უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ეკლესიის 20-ზე მეტ წარმომადგენელს

საილუსტრაციო ფოტო

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 20-ზე მეტ წარმომადგენელს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.

კიევის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პატრიარქ კირილეს ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის ეკლესიის სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, კლინის, ეკატერინბურგის, პერმის და ვლადიმირის და სუზდალის მიტროპოლიტები და ა.შ.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანქციები ამოქმედდა რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც სულიერებით შენიღბულნი მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას.

ასევე ნახეთ პუტინის დაგმობა ან მოსკოვთან კავშირის აღიარება - უკრაინის ეკლესიის (УПЦ) არჩევანი