პოლიციამ დააკავა რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", ყოფილი მეთაური, რომელიც ახლახან ნორვეგიაში გაიქცა და იქ თავშესაფარს ითხოვს, იუწყება ოფიციალური პირი 23 იანვარს.
"იგი დაკავებულია... განვიხილავთ, მივმართოთ თუ არა სასამართლოს, მისი საპატიმროში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებისთვის", - უთხრა პოლიციის წარმომადგენელმა ლინე ისაკსენმა სააგენტო "როიტერსს", დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ასევე ნახეთ Gulagu.net: "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიაშიანდრეი მედვედევი, რომელმაც რუსეთი ნორვეგიასთან საზღვრის გადალახვით დატოვა, აცხადებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობს, რადგან მოწმეა იმ რუსი პატიმრების მკვლელობების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ. სააგენტო "როიტერსმა" ვერ შეძლო მედვედევთან დაკავშირება კომენტარის მისაღებად.