რუსეთში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიუხედავად, რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეები ფსონებს ზრდიან, თუმცა, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს.
როგორც რიაბკოვმა განაცხადა, პირდაპირი მნიშვნელობით „დაფქვავენ“ მთელ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელსაც უკრაინა სხვადასხვა წყაროდან „მზარდი ნაკადით“ იღებს.
ასევე ნახეთ "არ დავნებდებით" - ახალი დახმარება უკრაინისთვის, გერმანული ტანკების გარეშერუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, უკრაინამ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო 26.7 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება. შეიარაღებით უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.