უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ ზოგიერთმა ჩინოსანმა „გონი დაკარგა და შიშის და სინდისის ქენჯნის გარეშე მაროდიორობს“.
არახამია ტელეგრამზე წერს, რომ 24 თებერვლიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა დონის მოხელეებს ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ ფოკუსირებული უნდა ყოფილიყვნენ ომზე, დაზარალებულთა დახმარებასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და შეეწყვიტათ საეჭვო საქმიანობა. არახამიას თანახმად, ბევრმა ეს ვერ გაიგო, ამიტომ ამ გაზაფხულზე „აქტიურად ჩასვამენ“ და რადგან „ადამიანურად არ გამოდის“, ომის პერიოდის კანონები იმოქმედებს.
არახამიას ცნობით, უახლოეს ხანში დასრულდება კონკურსი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე და დაასრულებენ დამოუკიდებელი „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას“.
ასევე ნახეთ დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა - ჟურნალისტური გამოძიება21 იანვარს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი, რომელიც ეჭვმიტანილია ხელოვნურად გაზრდილ ფასად სხვადასხვა ტექნიკის შეძენის ხელშეწყობის სანაცვლოდ 400 ათასი დოლარის ქრთამის აღებაში.
22 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის სიგნალი ყველასთვის, ვინც თავისი ქმედებებით არღვევს სამართლიანობის პრინციპს.