საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ის წუხელ სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებსწუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.
ასევე ნახეთ საგარეჯოში, კლინიკასთან სროლის ხმა ისმოდაგამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, ასევე დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი.
ასევე ნახეთ საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.
ასევე ნახეთ საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილიამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ასევე ნახეთ შსს-ს ცნობით, საგარეჯოში თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა