მოსკოვის ცენტრში საზენიტო კომპლექსი, სავარაუდოდ, „პანცირ-1“ დააყენეს

რუსეთის ანტისარაკეტო სისტემა Pantsir-S1

მოსკოვის ცენტრში, ტეტერინსკის შესახვევში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი საოფისე შენობის სახურავზე საზენიტო კომპლექსი, სავარაუდოდ, "Pantsir-S1" დაამონტაჟეს.

ამის შესახებ ცნობები და შესაბამისი ფოტოები სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს.

რუსეთის და მოსკოვის ხელისუფლებებს საზენიტო კომპლექსის სავარაუდო დამონტაჟების შესახებ ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი და ტელეგრამის არხების ავტორები ვარაუდობენ, რომ ანტისარაკეტო სისტემა მოსკოვის ცენტრში უკრაინიდან თვითმფრინავის შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად დამონტაჟდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვში მდებარე ეროვნულ პარკ "ცხენ-ირმის კუნძულის" ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ბატარეის განლაგების შესახებ.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, სავარაუდოდ, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირ-S1"-ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავზე განლაგების შესახებ, მაგრამ ამ ცნობის ნამდვილობა არ არის დადასტურებული.