ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. 11 იანვარი, 2022 წელი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევამა დაშალა პარლამენტის ქვედა პალატა, მაჟილისი.

ტოყაევმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ვადად დაასახელა 19 მარტი.

განცხადება მოჰყვა ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ტოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა.

კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები შარშან იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა.

საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, ტოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება.