ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.
გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები პრეზიდენტ ბაიდენის და კანცლერ შოლცის მთავრობებს მიმართავენ, რომ დროა, მიბაძონ მოკავშირეებს - დიდ ბრიტანეთს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კონგრესმენები მაკკოლი და როჯერსი აცხადებენ, რომ გერმანიამ და აშშ-მა უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ტანკები Leopard 2, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS) და სხვა მაღალი სიზუსტის შეიარაღება.
ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს Challenger 2-ს გადასცემსტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე, რომელიც ამ კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.
ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.
ასევე ნახეთ გერმანული Leopard 2-ები უკრაინაში გაგზავნის მოლოდინშიდასავლეთის სახელმწიფოთა ნაწილის ზეწოლის მიუხედავად, გერმანია ჯერჯერობით უარს ამბობს უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის მიწოდებაზე.