სომხეთში სულ მცირე 15 სამხედრო ემსხვერპლა ყაზარმაში გაჩენილ ხანძარს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

წინასწარი ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ერთ-ერთი ნაწილის ყაზარმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი პრესმდივნის, არამ ტოროსიანის ცნობით, მძიმეა 3 დაშავებულის მდგომარეობა.

ხანძარი წუხელ გაჩნდა გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.