კიევის მახლობლად ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი ქალაქ ბროვარიში. 2023 წლის 18 იანვარი

ვერტმფრენი ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში. გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" საოლქო პოლიციის სპიკერ ირინა პრიანიშნიკოვაზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობითვე, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.