როგორ ვჭამოთ პასტა ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ

ავტორი: ანა ჯიქურიძე

პასტა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია, მაგრამ მისი მირთმევა ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ დამაინტრიგებელი განაცხადია. ცხადია ყველას ჩვენ-ჩვენი რეცეპტი გვაქვს პასტას დამზადებისა და მირთმევის, თუმცა ჩემი რეცეპტით, ფორმის შესანარჩუნებლად მთელი საიდუმლო ჩვენს მიერ მირთმეულ პასტას პორციებში იმალება ისევე, როგორც ბალანსისა და ჰარმონიის მისაღწევად ჩემი ცხოვრებისეული რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი ზომიერებაა.

პასტას მირთმევა გადაჭარბებული დოზით წონას გვმატებს, თუმცა მისი ზომიერად მირთმევა - არა. ცხოვრებაც ასეა - ყველაფერი არადოზირებული მავნებელია და ჩვენს დაბრმავებას ან/და მომსახურების ზონიდან გასვლას იწვევს. ამის საპირისპიროდ ყველაფერში ზომიერება კი თითქოს უფრო ძლიერებს გვხდის, რადგან არავიზე და არაფერზე არ ვართ მიჯაჭვულები და ერთგვარ ლავირების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, უფრო მეტად მორალურად მომზადებულები ვასრულებთ და ვემშიდობებით ემოციებით დატვირთულ ცხოვრების რაღაც ეტაპებს და არ გვიჭირს ახალ დასაწყისთან შეგებება. როდესაც ვამბობ, რომ ზომიერებას ყველაფერში ვიცავ, ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველაფერს. ზომიერების დაცვა ისეთ ძლევამოსილ გრძნობაშიც კი აუცილებელია, როგორიც სიყვარულია. თითქოს ამ გზით თავს ვიცავ და ჩემს გრძნობებსა და ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, რადგან ნებისმიერ დროს ნებსით თუ უნებლიედ შეიძლება დიდი ტკივილი განგვაცდევინონ გარშემომყოფმა ადამიანებმა თავიანთი სიტყვითა თუ ქმედებებით. ეს ნორმალურია, რადგან ადამიანები ასეთები ვართ. მთავარია, ჩვენს თავში მოვძებნოთ ის სივრცე, სადაც ჩვენს თავდაცვით იარაღებს გადავმალავთ ისევ და ისევ ჩვენი თავის დასაცავად. ხოლო ჩემთვის ასეთი თავდაცვითი იარაღი პირველ რიგში არის ზომიერება.

შესაძლოა ზოგი თვლიდეს, რომ ამ ცხოვრების გემოს გასასინჯად თავი კი არ უნდა შევიბოჭოთ, არამედ უნდა გავრისკოთ და ღრმად უნდა გადავეშვათ ემოციების მორევში, საიდანაც ამოსვლა დროის დინებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად რთულდება და მტკივნეული ხდება. ბოლოს და ბოლოს ვინც არ რისკავს ის შამპანურსაც არ სვამს. თუმცა ყველას მოგვეხსენება, რომ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტი თვითგადარჩენაა და ვისაც ერთხელ მაინც განუცდია მსგავსი ადამიანური ტკივილი, ის სამომავლოდ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მიდრეკილი იქნება მუდმივად თავდაცვისკენ, რა დროსაც საკუთარი თავის გაფრთხილება მოუწევს სწორედ ზომიერების დაცვით ყველაფერში.

ასეა სამყარო მოწყობილი. პასტას მსგავსად, როგორი მიმზიდველი და მაცდურიც არ უნდა იყოს ცხოვრება მთელი თავისი განცდებითა და ემოციებით, მისი გემოს გასინჯვისას, ის რაც თავს არ დაგვაკარგვინებს და ზედმეტ ტკივილს აგვარიდებს, არის სწორედ ზომიერება.