გენერალი ვალერი ზალუჟნი პირველად შეხვდა პირისპირ გენერალ მარკ მილის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, სამშაბათს პირველად შეხვდა პირისპირ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის.

შეხვედრის შემდეგ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მილისთან შეხვედრა პოლონეთში გაიმართა.

„გენერალ მილის მადლობა გადავუხადე განუხრელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის [...] მოვხაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწრაფო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამში“.

გენერალმა მილიმ გუშინ გერმანიაში მოინახულა ბანაკი, რომელშიც ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს წვრთნიან.

20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამშტაინში, გაიმართება უკრაინის მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა, რომელზეც ითათბირებენ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გეგმებზე.