გერმანია გამოდის რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით უკრაინის ომის საკითხზე

ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 16 იანვარს გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრისთვის რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს.

ბერბოკის თქმით, თავისი აგრესიისთვის რუსეთი პასუხს ვერ აგებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, რადგან ამ სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეების განხილვა შეუძლია, რომელთა მონაწილე ორივე მხარე სასამართლოს წევრია ან საქმე სასამართლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერაა გადაცემული. რუსეთი ICC-ის წევრი არ არის და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.

ბერბოკი "ახალი ფორმატის" შექმნისკენ მოწოდებით გამოვიდა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. "რუსეთის ლიდერებს აქ და ახლა მკაფიო მესიჯი უნდა გავუგზავნოთ, რომ აგრესიის ომი დაუსჯელი არ დარჩება", - თქვა მან.