ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს - სააკაშვილი კიკაბიძეზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე. 23 ნოემბერი, 2007 წელი

დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა კლინიკა "ვივამედშია", მსახიობ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს", - ეს პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს, გავრცელდა.

ასევე ნახეთ დიადი ხალხის დიადი ადამიანი - ზელენსკი კიკაბიძეზე

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა. იგი ასევე ენმ-ის სიის პირველი ნომერი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.