ისრაელში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა ნეთანიაჰუს მთავრობის გეგმები

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

14 იანვარს თელ-ავივში ათასობთ მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც აპროტესტებდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის გეგმას, შეცვალოს სასამართლო სისტემა და დაასუსტოს უზენაესი სასამართლო. ეს გეგმა, მთავრობის კრიტიკოსების თქმით, ძირს გამოუთხრის შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიულ სისტემას ქვეყანაში.

საპროტესტო აქცია ერთ-ერთ პირველი გამოწვევაა ნეთანიაჰუსა და უშიშროების ულტრანაციონალისტ მინისტრ იტამარ ბენ-გვირისთვის, რომელმაც პოლიციას მკაცრი მოქმედების ბრძანება მისცა იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები გზებს დაბლოკავდნენ ან პალესტინელთა დროშებს აღმართავდნენ.

ისრაელის მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა საღამოს 8 საათისთვის უტოლდებოდა ათასობით ადამიანს, ცივი, წვიმიანი ამინდის მიუხედავად. არეულობის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.