ფილადელფიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე

ფოტოილუსტრაცია არ ასახავს შემთხვევის ადგილს

აშშ-ში, ფილადელფიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, თორნიკე კვარაცხელია.

ოჯახი და მეგობრები 32 წლის კაცს 11 იანვრიდან ეძებდნენ, მათ შორის, სოციალური ქსელის დახმარებით.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ, მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით „განხორციელდება საჭირო პროცედურები“.