14 იანვარს, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მათი განცხადებით, ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილი ქალი და კაცი ამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია ცოლ-ქმარი.
„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დამატებითი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისათვის არ ვრცელდება.
რამდენიმე დღით ადრე, 7 იანვარს, ლოტკინის დასახლებაში ჩავარდა ლიფტი. ინცინდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ასევე ნახეთ ლოტკინზე ლიფტის ჩავარდნისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან