ცხინვალში 10 იანვარს კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანი "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით თბილისში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" საქართველოს წარმომადგენლობამ.
სააგენტო „რესის“ თანახმად, დაშავებული არიან დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. სხვადასხვა სახის დაზიანებებით ისინი თავდაპირველად ცხინვალის კლინიკაში მოათავეს, შემდეგ კი მკურნალობის მიზნით „რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაგზავნეს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცხინვალში დამწვარი კერძო სახლის ნანგრევებში ერთი დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
„დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ მეუღლეები, მათი ორი შვილი და მამაკაცის და", - თქვა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსმა მორიგემ აცამაზ ბიტიევმა.
გასული წლის ოქტომბერში თბილისის კლინიკაში მოათავსეს ცხინვალში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი. ხანძარს მაშინ ორი ბავშვი ემსხვერპლა.