ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლიდან რამდენიმე საათში

საილუსტრაციო ფოტო

რუსმა სამხედროებმა წუხელ იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პიროტექნიკის საშუალებების საწყობს და მათი დეტონაცია გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

სარაკეტო დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე, ხარკოვში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარკოვში ჩავიდა