ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება

ლიზა ქისტაური

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგარეო უწყებაში, ბელგიაში საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ.

საგარეო სამინისტრო აღნიშნავს, რომ "საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან."

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

ასევე ნახეთ "საკონსულო კავშირზეა პოლიციასთან" - ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ ცნობებს საგარეო უწყება ამოწმებს

ლიზა ქისტაური პოპულარული დაახლოებით ათი წლის წინ გახდა, როდესაც მან ფემინური პერსონაჟების განსახიერება და ვიდეოების იტერნეტში გამოქვეყნება დაიწყო. ამის გამო ის ხშირად გამხდარა შეურაცხყოფის სამიზნე. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში დღისით ქუჩაში არასდროს გადიოდა, რომ არ გამხდარყო ფიზკური თავდასხმის ობიექტი.

ლიზა კიდევ უფრო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს სატელევიზიო ეკრანზე გამოჩნდა, რუსთავი 2-ის რეიტინგულ მუსიკალურ გადაცემა X ფაქტორში.

რამდენიმე წლის წინ ის დედასთან ერთად ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად.

2018 წელს „ქამინგ აუთი“გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და ტრანზიცია პრაქტიკულად საზოგადოების თვალწინ გაიარა.