მომღერალმა ვალერი მელაძემ ინსტაგრამით უპასუხა უკრაინის მხარდამჭერი სიტყვების გამო რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას. მელაძე წერს, რომ ათი თვეა, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად ცხოვრობს სიმძიმის და მწუხარების გრძნობით, რადგან მის საყვარელ ხალხებს შორის კონფლიქტია და ადამიანები იღუპებიან. ვალერი მელაძე აცხადებს, რომ არ შეუძლია და არ სურს, რომ ვინმე სძულდეს, არ ცდილობს არავის გულის მოგებას და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ახლობელ ხალხებს შორის თანხმობა დამყარდეს.
რუსეთის დუმის და ფედერაციის საბჭოს ზოგიერთმა წევრმა ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, დუბაიში გამართულ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო. მელაძეს ერთ-ერთი მაყურებელი მიმართავს სიტყვებით: "დიდება უკრაინას" და პასუხად მელაძისგან ისმის: "დიდება გმირებს".
ასევე ნახეთ რუსეთის პარლამენტში მოითხოვეს ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაბათუმში დაბადებული პოპ-მუსიკოსი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა "შავ სიაში" შეიყვანეს.