უკრაინელი ნაციონალისტი პოლიტიკოსის, სტეპან ბანდერას 114-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პოსტი წაშალეს უკრაინის პარლამენტის Twitter-ის ანგარიშიდან მას მერე, რაც უკრაინის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის თაობაზე განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არკადიუშ მულარჩიკმა, პოლონეთის ახალი ამბების სააგენტო PAP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება უკრაინის „Европейская правда“.
"ეს იმის ნიშანია, რომ უკრაინელებმა შეისმინეს ჩვენი ნათქვამი. მინდა იცოდეთ, რომ პოლონეთის სახელმწიფოსთვის მიუღებელია განდიდება უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგის, სტეპან ბანდერასი, რომელმაც დახოცა ათეულ ათასობით პოლონელი ვოლინში“ - თქვა მან.
ასევე ნახეთ სტეპან ბანდერა - წინააღმდეგობრივი ფიგურა წინააღმდეგობის მოძრაობიდანმურალჩიკმა დასძინა, რომ უკრაინელებმა უნდა შეიგნონ, რომ იმას, რასაც ახლა პოლონეთის მთავრობა და პოლონელები აკეთებენ, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინისთვის.
РАР-ი ადრე იტყობინებოდა, რომ უკრაინის უზენაესი რადის Twitter-ის გვერდზე 1 იანვარს გამოქვეყნებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ფოტო ბანდერას პორტრეტის ქვემოთ. ამ ცნობით, პოსტს ახლდა ბანდერას სიტყვები, რომ „ამჟამინდელი ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ" და ბანდერას ეს დირექტივა კარგად არის ცნობილი მთავარსარდლისთვის. პოსტს „Европейская правда-მ“ ვერ მიაგნო რადის საიტებზე სოციალურ ქსელებში.
2 იანვარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგა დენის შმიგალთან ერთად განიხილავს უკრაინის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ გვერდებზე სტეპან ბანდერას „ჰეროიზაციის“ საკითხს.
სტეპან ბანდერა ადრეც იყო უკრაინის და პოლონეთის ურთიერთობაში დისკუსიის თემა. ვარშავაში მას მიიჩნევენ ვოლინის 1943 წლის ტრაგედიის მონაწილედ. ამ მოვლენას პოლონეთში პოლონური მოსახლეობის გენოციდად თვლიან.