ახალი წლის ღამეს თბილისის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი, რუსთაველის გამზირი

ახალი წლის ღამეს თბილისის ცენტრალურ ნაძვის ხეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დგას, ცეცხლი გაუჩნდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - შესაძლო ეს იყოს ფეიერვერკებით გაჩენილი ცეცხლის კერა.

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თბილისის მერიის დაქვემდებარებულ კომპანია "თბილსერვისჯუგფს" იმის გასარკვევად, ჩაირთვება თუ არა თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.