რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3400 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამის შესახებ სამხედროების უფლებების საკითხში უკრაინის რწმუნებულმა, ალიონა ვერბიცკაიმ განაცხადა გერმანულ გამოცემა RND-სთან ინტერვიუში.
ვერბიცკაიმ დააზუსტა, რომ ასეთ ციფრს თავად რუსეთის მხარე ასახელებს. კიდევ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „ჩვენ არ ვიცით, თუ რა დაემართათ მათ [უგზო-უკვლოდ დაკარგულებს]. შესაძლოა, მათი ნაწილი ტყეებს შორის მოხვდა, ან იძულებით გაიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიიდან ან დიდი ხნის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს. ასეთი გაურკვევლობა განსაკუთრებით ნათესავებისთვის არის მძიმე“, - ამბობს ვერბიცკაია.
უკრაინის რწმუნებული ამტკიცებს, რომ რუსეთის არ უშვებს საერთაშორისო წითელ ჯვრის წარმომადგენლებს სამხედრო ტყვეთა ბანაკებში, რითაც გამუდმებით არღვევს ჟენევის კონვენციას. „ხოლო როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლები რომელიმე ბანაკში შესვლის უფლებას მიიღებენ, ტყვეები იქიდან სხვა ადგილებში გადაჰყავთ, რაც ახალ გაუგებრობას იწვევს“, - დასძინა ალიონა ვერბიცკაიმ. ამ ინფორმაციაზე მოსკოვის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 30 დეკემბრის მდგომარეობით უკრაინულმა მხარემ მოახერხა ტყვეობიდან 1,456 ჯარისკაცის დაბრუნება.
მარტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლა რეგულარულად ხდება. საერთო ჯამში, მხარეებმა ათას-ათასი ტყვე გაცვალეს. ნოემბერში ტყვეთა გაცვლა უფრო ხშირი იყო. სუკ ბოლოს კი ფორმულით "60-ი 60-ზე" მოკონფლიქტე მხარეებმა ტყვეები დეკემბრის პირველ ნახევარში გაცვალეს.