მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 დეკემბერს, გადაიდო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობის განსახილველად დანიშნული მორიგი სხდომა. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომის გადადების მიზეზი გახდა მოსამართლის სათათბიროდ გასვლა სხვა საქმეზე. ადვოკატის თანახმად, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მოსამართლეს აქვს კონსტიტუციური უფლება, უარი თქვას სხვა სხდომების ჩატარებაზე.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომა 9 იანვარს, 12 საათზე დაინიშნა.

ასევე ნახეთ რა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმა