82 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე

82 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე - ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა ინსტაგრამზე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა, ჰქონდა ასევე გულთან დაკავშირებული პრობლემები.

პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამ - 1958, 1962 და 1970 წლების - საფეხბურთო ჩემპიონატში. ის მიიჩნევა რეკორდსმენად გატანილი გოლების რაოდენობით.

2000 წელს FIFA-მ პელე საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.