საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თქვა, რომ "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა."
ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც სალომე ზურაბიშვილს ხმაურით შეაწყვეტინეს სიტყვა პრეზიდენტის სასახლესთან დღეს, 28 დეკემბერს, გამართული აქციის მონაწილეებმა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილს აქციით მოუწოდეს, "არ გაბედოს" მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასალომე ზურაბიშვილის ამ დრომდე ცნობილი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, არის "არა და არასოდეს."
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა bbc-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.