ებრაული მემკვირეობის კვალის პოვნა თბილისსა და დანარჩენ საქართველოში დღესაც ბევრ ადგილას შეიძლება, მაგრამ დრო გადის და ქართველი ებრაელების ამბებიც მეხსიერებიდან ნელ-ნელა ქრება.
ამ ვიდეოში ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი გვიამბობს თბილისელი ებრაელების, ხანანაშვილების ოჯახის პალესტინაში გადახვეწაზე, პნინა ხანანაშვილის ოქროს ყელსაბამზე, ერთადერთ ნივთზე, რომლის საქართველოდან წაღებაც შეძლო, იმაზე, თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა ნომენკლატურა თბილისის იდიშურ სკოლებს, მოგვითხრობს იდიშურ წარწერებიან პროპაგანდისტული პლაკატებზე, სოციალ-დემოკრატ რაბინ მოსე დავარაშვილსა და მის ხელმოწერაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე - აქამდე უცნობ და ნაცნობ ისტორიებს ორი ერის საუკუნოვან თანაცხოვრებაზე.