ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს.
"ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება", - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად.
შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვები - ვირუსი შეხვდა 248 მილიონ ადამიანს ანუ მოსახლეობის 18 პროცენტს. საავადმყოფოების გადავსების ფონზე, სპეციალისტები შიშობენ, რომ დაიღუპება ასიათასობით ადამიანი.