თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- "#ბიჭვინთა ჩვენია" - რით დასრულდება ბრძოლა აფხაზეთის საუკეთესო კურორტისთვის
- „კატ-კატეკოშ, დაკვალუშ“ - როგორ ქრება უნიკალური წოვათუშური
- აფიორა, რომელმაც კანის ფესტივალი მოიგო
Your browser doesn’t support HTML5