პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ ცნობს, ნათქვამია პოლონეთის სეიმის რეზოლუციაში, რომლის შესახებაც პოლონური მედია წერს.
რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და სხვა მრავალ ვალდებულებას, თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებსა და გენოციდს და ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე ნახეთ ნიდერლანდის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნომასში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე, რასაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა და ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების რეისის ჩამოვარდნაზე, რომლის ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონელი და ნატოს სამხედრო მეთაურები და პოლონეთის პარლამენტის წევრები.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობსრეზოლუციაში ნათქვამია, რომ გრძელდება რუსეთის უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რასაც ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი ეწირება. „რუსეთი არღვევს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
პოლონეთის სეიმის დეპუტატები მინისტრთა საბჭოს მოუწოდებენ, გააგრძელოს და გააფართოოს ქმედებები რუსეთისა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ, სანქციების შემდგომი პაკეტების დაწესების მიზნით.