სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის "კეთილსინდისიერ მესაკუთრედ" ქიბარ ხალვაში დატოვა.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოსგან წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
"ეს საქმე არის მნიშვნელოვანი იმაზე პასუხის გასაცემად, ვართ თუ არა სახელმწიფო", - უთხრა მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლებას დავით დვალმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 14 დეკემბერს, ამ საქმის განხილვის შემდეგ.
"აღდგენილი სამართლიანობა!" - ამჯერად ასე შეაფასა დავით დვალმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ სასამართლოში მითხრეს, აიღე შენი მტკიცებულებები და დაახვიე აქედანო - ინტერვიუ დავით დვალთან