რომის პაპმა თავი ვერ შეიკავა და იტირა საჯარო ლოცვის დროს

რომის პაპი, ფრანცისკე ლოცვისას რომში, ესპანეთის მოედანზე. 8 დეკემბერი, 2022 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ხსენებისას თავი ვერ შეიკავა და იტირა 8 დეკემბერს, როცა რომის ცენტრში, ტრადიციული ლოცვის დროს, უკრაინელების ტანჯვა ახსენა.

Reuters-ის ცნობით, პაპს ხმა აუკანკალდა, როცა უკრაინელები ახსენა და გაჩერდა, ლაპარაკი ვეღარ გააგრძელა, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. ლოცვა რომ განაახლა, ხმა უწყდებოდა.

ფრანცისკემ ტრადიციული ლოცვა ჩაატარა „უბიწო ჩასახვის“ დღესასწაულზე, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე.