ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ალბათ გეგმავს ბახმუტის ალყაში მოქცევას

უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად. 30 ნოემბერი, 2022 წელი

რუსეთი, ალბათ, გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.

სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის აღებას შეიძლება რუსეთისთვის, პირველ რიგში, სიმბოლური, პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს.“

ასევე ნახეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, შეხების ზოლის გასწვრივ რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და ათი საავიაციო იერიში განახორციელა