მოსკოვი თავის ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღების გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციით იმუქრება

რუსული ტანკერი "ვოლგონეფტ-147" ომანში, მუსკატის ნავსადგურში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს.

ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ.

ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის ნავთობის გარეშე უნდა იცხოვროს, თქვა მან.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე - ამ შეთანხმებით ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარი ეღირება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პოლონეთმა, რომელიც ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა ფასების ზღვარს, დაამტკიცა შემოთავაზებული პირობები. ამ შეთანხმებას შეუერთდნენ „დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნები და ავსტრალია.

ასევე ნახეთ ევროკავშირი შეთანხმდა  ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე

შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს 5 დეკემბერს. ის ეხება ნავთობს რომლის ტრანსპორტირება გემებით ხდება.