მსხვერპლით დასრულდა მეზობლებს შორის დაპირისპირება ზუგდიდში

საილუსტრაციო ფოტო

ზუგდიდში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეზობლის დაწვა სცადა. სხეულის დამწვრობით ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს კიდევ ორი პირი.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას 75 წლამდე მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ალი მას თავადაც მოედო. დამწვრობის შედეგად ის საავადმყოფოში წუხელ გარდაიცვალა.

მეზობელთან ერთად დაშავებულია გარდაცვლილი მამაკაცის ძმა, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.