უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი მისი ქვეყნიდან ყველაზე მაღალი დონის ვიზიტს განახორციელებს უკრაინაში, მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა ცხრა თვის წინ - იუწყება ადგილობრივი ვებსაიტი, index.hu
ოფიციალურად ვიზიტი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ვებსაიტის თანახმად, ნოვაკი მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - რომელსაც ბევრჯერ აქვს გამოთქმული უკმაყოფილება უნგრეთის, და განსაკუთრებით მისი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციებზე მიმდინარე ომთან მიმართებით.
ვებსაიტზე დაზუსტებული არ არის ნოვაკის ვიზიტის თარიღი, თუმცა ნათქვამია, რომ ის უკრაინაში მატარებლით ჩავა.
ბუდაპეშტი საჯაროდ აცხადებს უარს შეუერთდეს ნატოელ მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების პროცესში და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ზეწოლას რუსეთის გაზის იმპორტის შეწყვეტაზე - თუმცა აღიარებს კონფლიქტში რუსეთის პასუხისმგებლობას.
ნოვაკი ორბანის ახლო მოკავშირეა, ის ყოფილი დეპუტატი და საოჯახო საქმეთა მინისტრია, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას მაისში შეუდგა.