ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დეპუტატებს შეახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, დამტკიცებამდე შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.
"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაცია: "ოცნების" პროექტით ოლიგარქების სიას ღარიბაშვილის მთავრობა შეადგენსდეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს - პარლამენტი კანონის უკრაინული ვერსიის ანალოგს განიხილავს საქართველოსთვის.
ასევე ნახეთ ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი"