ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას

ინდონეზიაში მიწისძვრით დანგრეული მაღაზია. 2022 წლის 21 ნოემბერი

სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა ინდონეზიაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეპიცენტრში - ჩიანჯურის ოლქში დანგრეული ან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.