მალაიზიური ბოინგ 777–ის კატასტროფის საქმეზე 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა ოთხი ბრალდებულიდან სამს სამუდამო პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობასა და 298 ადამიანის მკვლელობაში.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყველა დაზარალებულის ახლობლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია 16 მილიონი ევროს ოდენობით იმ ემოციური ტანჯვისთვის, რომელიც მათ განიცადეს ავიაკატასტროფის შედეგად.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17„Бук-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება 17 ნოემბერს გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
ჰააგის სასამართლომ რეის MH17-ის ავიაკატასტროფაზე განაჩენი გამოაცხადა
სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოფი "ეფესბეს" ოფიცერი.
რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, 2014 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი.
უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, 2014 წლის ზაფხულში დნრ-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.
სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო. შესაბამისად მას არც კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
სასამართლოს თანახმად, ბოინგი ჩამოაგდეს უკრაინის აღმოსავლეთით, პერვომოისკის რაიონის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მდებარე ფერმიდან გასროლილი „Бук-ის" რაკეტით. იმჟამად ეს ტერიტორია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა.
მოსამართლის განცხადებით, საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია და როგორ მოხდა ეს.
ასევე ნახეთ
ზელენსკი რეის MH17-ის თაობაზე ვერდიქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ.