აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "დიდი შვიდეულის" (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ - ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ნატოელმა წყარომ აცნობა ოთხშაბათს.
აფეთქებამ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გლობალური შეშფოთება გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობაზე.
უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა, რუსეთი უარყოფდა პოლონეთში თავისი რაკეტების აფეთქებას.
როგორც ინდონეზიაში მყოფმა ბაიდენმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, ნაკლებად სავარაუდო იყო ის, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლესნატოელი ელჩები ოთხშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების განხილვის მიზნით. აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად უტევდა ჰაერიდან.