აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. მისი ინფორმაციით, ბერნსი კიევში 15 ნოემბერს იმყოფებოდა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტს დაემთხვა კიევზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო დარტყმა. Washington Post-ის წყაროს ცნობით, ამ დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ CIA-ის დირექტორმა რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი გააფრთხილა ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებზე14 ნოემბერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბერნსმა ნარიშკინი გააფრთხილა შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას.